CNN: შტატ ჯორჯიაში ჯო ბაიდენი ლიდერობს

ჯორჯიის შტატში ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ, დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი 49,4-ით ლიდერობს, ხოლო მის ოპონენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს ხმების 49,3% აქვს. 

CNN–ის ცნობით, ჯოზეფ ბაიდენმა შტატ ჯორჯიაში ლიდერობა განიმტკიცა. ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შედარებით 7,2 ათასი ხმით მეტს ფლობს.

პარასკევს, დელავერში, ვილმინგტონში სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ მთავარ შტატებში - პენსილვანიასა და ჯორჯიაში იგი წარმატებას მიაღწევდა.