COVID-19-გან განკურნებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსისგან 503 386 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა უმეტესობა - 77816 ადამიანი ჩინეთზე მოდის. 72600 - გერმანიაში განიკურნა, 70853 -ესპანეთში.

მაღალია ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც. COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 130 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაინფიცირებულთა რიცხვმა 2 035 000-ს გადააჭარბა.

კორონავირუსი, ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში დეკემბერში აფეთქდა და მალე მსოფლიო პანდემიად იქცა. დღეისათვის ის 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.