SARS-CoV-2 ვირუსი, რომელიც COVID-19-ის დაავადებას იწვევს ადამიანის მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. ექიმები დაავადების ათობით სიმპტომს ითვლიან. მათ შორის, არის ისეთი სიმპტომებიც, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგაც ნარჩუნდება.
სამედიცინო გამოცემა The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომელშიც 1 655 პაციენტი იღებდა მონაწილეობას, სწორედ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომებს ეთმობა. 15 სიმპტომიდან ერთ-ერთს მაინც პაციენტების 76% COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებიდან 6 თვის განმავლობაში უჩივის.
დაღლილობა ან კუნთების სისუსტე - ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, მას პაციენტების 63% უჩივის.
ძილის პრობლემები - გამოჯანმრთელებულების 26%-ს აწუხებს.
თმის ცვენა - 22%.
ყნოსვის დაკარგვა - 11%.
გულისცემის გახშირება - 9%.
სახსრების ტკივილი - 9%.
მადის დაქვეითება - 8%.
გემოს შეგრძნების დაქვეითება - 7%.
თავბრუსხვევა - 6%.
დიარეა და ღებინება - 5%.
ტკივილი გურის არეში - 5%.
ყელის ტკივილი ან ყლაპვის გაძნელება - 4%.
გამონაყარი კანზე - 3%.
თავის ტკივილი - 2%.
დაბალი ტემპერატურა - 1%-ზე ნაკლები.