COVID-19-ის გამო სამსახური 29 წლამდე ყოველმა მე-6 ადამიანმა დაკარგა

COVID-19-ის გამო სამსახური 29 წლამდე ყოველმა მე-6 ადამიანმა დაკარგა, პანდემიამ ასევე უარყოფითად იმოქმედა განათლებაზე. ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში განაცხადეს.

"COVID-19-ით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ახალგაზრდებს დაარტყა, განსაკუთრებით ქალებს, თანაც უფრო ძლიერად და სწრაფად, ვიდრე სხვა ნებისმიერ ჯგუფს", - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, გაი რაიდერმა.

მისი თქმით, პანდემია უარყოფითად განათლების სისტემაზეც აისახა. სტუდენტების ნახევარი სწავლის პროცესის შეფერხებებზე საუბრობს, 10 პროცენტი კი თვლის, რომ სწავლას ვერ დაამთავრებს.