COVID-19-ის კომბინირებული მკურნალობა იწყება

აშშ-ის, ერთ-ერთმა დიდმა ფარმაცევტულმა კომპანია "Regeneron"-მა კლინიკური კვლევები დაიწყო, რომელიც REGN-COV2 ანტისხეულების კომბინირებული მკურნალობას გულისხმობს. ამ კურსს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები გაივლიან.

ტესტირების მესამე ფაზა შეფასებულია, როგორც ორმაგი ანტისხეულების კოქტეილი, რადგან ის გამოიყენება, როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისთვის. ეს გულისხმობს, რომ ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ ვირუსის არ გავრცელდება. კვლევა ალერგიისა და ინფექციის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად მიმდინარეობს.

”ჩვენ ვატარებთ ერთდროულ ადაპტირებულ ცდას, რათა რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ პოტენციური COVID-19-ის ინფექციების აღკვეთა და მკურნალობა", - ამბობს "Regeneron" თანადამფუძნებელი დოქტორი ჯორჯ იანკოპულოსი.

მან ასევე დასძინა, რომ, შესაძლოა, ეს პრეპარატი ვაქცინაზე ადრე შეიქმნას.

მე-3 ფაზის ტესტირება დაახლოებით 100 ადგილზე ტარდება და მასში სავარაუდოდ, 2,000 ამერიკელი მიიღებს მონაწილეობას.