COVID-19-ის თურქული ვაქცინის კვლევის მესამე ეტაპი დაიწყო

თურქეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის Turkovac-ის კლინიკური გამოკვლევების მესამე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ  თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარი ვაქცინა მივიღოთ, რათა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიისგან გადავარჩინოთ. ჩვენ ბოლო ეტაპზე ვართ, ტესტირების მესამე ეტაპი დაწყებულია," - განაცხადა ერდოღანმა.