COVID-19-ის ვაქცინა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას გადაეცა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას გადაეცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება.

"ვაქცინა ერთდროულად გახდა ხელმისაწვდომი ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის...  ვაქცინაციის ევროპული დღეები ჩვენი ერთიანობისა და ევროპული წარმატების ამაღელვებელი მომენტია. 

სულ მალე კიდევ უფრო მეტ ვაქცინას მივიღებთ, მას შემდეგ, რაც მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურდება. 

ამ დროისათვის, ევროკავშირის მასშტაბით ვაქცინა 450 მილიონი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაცია საშუალებას მოგვცემს  ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ფხიზლად უნდა ვიყოთ, ვიზრუნოთ საკუთარი თავისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.