COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დაავადების იშვიათ სიმპტომებზე ისაუბრა

დიდი ბრიტანეთის მკვიდრმა, ფელისიტი კოლინსოლმა, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, ინფექციის იშვიათ და მტკივნეულ სიმპტომებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გარდა ჩვეულებრივი ტემპერატურისა, ხველისა და თავის ტკივილისა, ქალს აღენიშნებოდა კისრის შეშუპება, თვალის მწვავე ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა და კანკალი.

"ყბისქვეშა ჯირკვლები ფრანკენშტეინის მსგავსად იყო შეშუპებული. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კისრის ქვეშ ვაშლის ნახევარი მქონდა", - აღწერს თავის სიმპტომებს კოლინსონი.

მან აღნიშნა, რომ მძიმე მდგომარეობაში ინფიცირებიდან მერვე დღეს იყო, მეათე დღიდან კი ქალმა უკეთესობა იგრძნო.