COVID-19-მა მუტაცია განიცადა და 30%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანის, გაბრიელ ლეუნგის განცხადებით, კორონავირუსი ინფექციამ მუტაცია განიცადა, რის გამოც ის 30%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ სტატია ჟურნალ South China Morning Post-ში გამოქვეყნდა. 

მეცნიერის განცხადებით, მუტაცია COVID-19-ის ყველაზე გავრცელებულ შტამში მოხდა და ახლა ერთ ინფიცირებულ პირს 4 ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთი ადამიანიდან ინფექცია არაუმეტეს სამ ადამიანზე გადადის. 

ლეუნგი ჰონგ-კონგის მთავრობას ეპიდემიის გამკაცრებული კონტროლებისა და ტესტირებების რაოდენობის ზრდისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შტამის მუტაციის შესახებ მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც განაცხადა, თუმცა მათი ინფორმაციით, მუდაციის შედეგად დაავადება უფრო საშიში არ გამხდარა.