COVID-19-ზე ევროპის მოსახლეობის 17% სრულად არის აცრილი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც ევროპის მოსახლეობის 30%-მა მიიღო. ხოლო,  სრულად ვაქცინირებულთა პროცენტული წილი 17%-ს შეადგენს. ამის შესახებ ხუთშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის რეგიონში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 400 მილიონი დოზა ვაქცინა იქნა გამოყენებული. 

"უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია იმთავითვე არ გულისხმობს ინფექციისაგან დაცვას, მაგრამ ამცირებს დაავადების სიმძიმეს”, - აღნიშნა კლუგემ.

ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმის განცხადებით, ევროპის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა, რაც ვაქცინაციის დამსახურებაა.