COVID-ით გარდაცვლილთა ცხედრები ორი დღე საავადმყოფოს დერეფანში იდო

რუსეთში, ტაგანროგის საქალაქო საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრები 2 დღის განმავლობაში დერეფანში იდო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"დაწესებულების შენობაში სპეციფიკური სუნი გაჩნდა, რასაც პაციენტებმა მიაქციეს ყურადღება. ხელმძღვანელობამ პრობლემა აღიარა და ცხედრები მორგში წაიღო", - წერს მედია.