დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა Pfizer-ის შესყიდვაზე უარი განაცხადეს

ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მათი ვაქცინების შეძენაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg იუწყება.

კომპანიის ხელმძღვანელის წერილის თანახმად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობამ უპირატესობა სხვა მწარმოებლების მიერ შემუშავებულ COVID-19-ის ვაქცინებს მიანიჭა. 

ბურლამ ასევე განმარტა, რომ Pfizer და BioNTech იყენებენ ფასების გათანაბრების მოდელს. ამრიგად, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს პრეპარატის შეძენა იმის ნახევარ ფასად შეუძლიათ, ვიდრე მაღალი შემოსავლის ქვეყნები ყიდულობენ. ხოლო ღარიბ ქვეყნებს საშუალება აქვთ ვაქცინა თვითღირებულებით შეიძინონ.