დაღესტანში 75 ადამიანი მწვავე ნაწლავური ინფექციით ჰოსპიტალიზებულია

დაღესტანის ქალაქ კიზლიარში 75 ადამიანი, რომელთა შორის უმეტესად ბავშვები არიან, მწვავე ნაწლავური ინფექციით ჰოსპიტალიზებულია. რამდენიმე ადამიანი უკვე გაწერეს.

ქალაქში რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იმყოფება, რომელიც ვითარებას ადგილზე სწავლობს.