დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც გერმანიაში მძევლები აიყვანა

გერმანიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ბავარიის რეგიონში, ნიურნბერგთან ტურისტული ავტობუსის ორი მძღოლი მძევლად აიყვანა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაკავებული პირი ეროვნებით სერბია.

პოლიციას ავტომაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი.

ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება. მგზავრებმა მანამდე გაქცევა მოახერხეს.