დალაი-ლამა კორონავირუსზე აიცრა

ტიბეტელი ბუდისტების სულიერი ლიდერი დალაი-ლამა კორონავირუსზე აიცრა. ამის შესახებ განცხადება მის ოფიციალურ Instagram ანგარიშზე გამოქვეყნდა. 

85 წლის დალაი-ლამას ვაქცინაცია ქალაქ დჰარამსალაში ჩაუტარდა, სადაც ის 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დევნილობაში ცხოვრობდა.

რომელი ვაქცინით აცრეს სულიერი ლიდერი განცხადებაში მითითებული არ არის.