დალაი-ლამა XIV-ის მუსიკალური სინგლი ინტერნეტში გამოჩნდა

ინტერნეტში გამოჩნდა სინგლი "თანაგრძნობა", რომელიც დალაი-ლამა XIV-ის პირველ მუსიკალურ ალბომში შევა. მისი სახელწოდებაა "შინაგანი სამყარო" (Inner World).

მუსიკალური ნაწარმოები მანტრები და სწავლებებია, რომელიც დალაი-ლამამ შემსრულებელ ჯუნელ კუნინთან ერთად ჩაწერა.

ფირფიტა "Inner World", რომელიც 11 ტრეკს მოიცავს, ციფრულ სივრცეში 6 ივლისს, სულიერი ლიდერის 85 წლისთავთან დაკავშირებით გამოვა. მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება.