დამასკოში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა

დამასკოში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

"ბომბი სირიის დედაქალაქის ჩრდილოეთით მამაკაცის ხელში აფეთქდა. ის ქუჩაში იმყოფებოდა, მამაკაცი გარდაიცვალა და მისმა ქმედებამ ახლოს მყოფი 7 ადამიანის დაშავება გამოიწვია", - განაცხადა სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და შემთხვევის ადგილზე ინციდენტის დეტალებს სამართალდამცავები იძიებენ.