დანიამ წაულების მოშენების აკრძალვა გაახანგრძლივა

დანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რასმუს განაცხადა, რომ ქვეყანაში წაულების მოშენების აკრძალვა 2023 წლამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ამჟამინდელი აკრძალვა შემოიღეს მას შემდეგ, რაც შარშან დანიის რამდენიმე ასეულ მეურნეობაში კორონავირუსი გავრცელდა. რეგულაცია 2022 წლამდე მოქმედებდა.

მანამდე ქვეყნის ინფექციური დაავადებების წამყვანი ინსტიტუტისგან იყო რეკომენდაცია, რომლის თანახმად, 2021 წლის შემდეგ დანიაში წაულების მოშენების გაცემის ნებართვა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა.

როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს, დანიაში 15 მილიონზე მეტი წაულა განადგურდა, რადგან ისინი კორონავირუსის მუტაციური შტამით ინფიცირდებოდნენ.