დანიაში ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ჯგუფი დააკავეს

დანიისა და გერმანიის პოლიციამ რამდენიმე ერთობლივი რეიდის შემდეგ დააკავა ჯგუფი, რომელიც ეჭვმიტანილია ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენასა და ტერორისტული აქტის დაგეგმვაში. 

სულ პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა. 13 მათგანი დანიაში, ზელანდის რეგიონში. 

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ლიდერები სამი სირიეალი ძმაა. ორი მათგანი დანიაში დააკავეს, მათ ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩნდათ. მესამე ძმა კი გერმანიაში აიყვანეს. 

აღსანიშნავია, რომ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან ერთად, პოლიციამ პროპაგანდისტული შინაარსის მასალა ამოიღო, რომელიც ისლამისტებს ტერორიზმისკენ მოუწოდებდა.