დასავლეთ აშშ ფართომასშტაბიანი ხანძარმა მოიცვა

აშშ-ში მასშტაბური ხანძრების შედეგად, სულ მცირე, 67 სახლი დაიწვა და 2000 ადამიანი ევაკუირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ AP ავრცელებს.

ორეგონში ტყის მასივი იწვის, კალიფორნიის საზღვრის ჩრდილოეთით ხანძარი 1,210 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა.

ცეცხლს არამდგრადი ქარი აძლიერებს, რაც 2000 მეხანძრეს ალთან ბრძოლას ურთულებს.

ხანძრები ვაიმინგის საზღვრებთანაც მძვინვარებს.

"ძალიან მშრალ ამინდში ნებისმიერმა ელჭექმა, შესაძლოა, ახალი ხანძრები გამოიწვიოს”, - განაცხადეს საკრამენტოს ამინდის ეროვნულ სამსახურში.