დასავლეთ უგანდაში ისევ წყალდიდობებია

უგანდის დასავლეთ ნაწილში მომხდარი წყალდიდობებიდან 3 თვის შემდეგ, რომლებმაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით დოლარის ზარალი გამოიწვია, ისევ უამინდობაა. კასესეს და ბუნდიბუნჯეს რაიონებში ასობით ადამიანი ევაკუირებულია.

რამდენიმე ადგილას წყალდიდობამ გზები და ხიდები წაიღო.

ბუნდიბუნჯეში სტიქიურმა უბედურებებმა 2019 წლის ბოლოდან იმატა. ადგილობრივი ეკოლოგები ამბობენ, რომ ამის მიზეზი სოფლის მეურნეობის არასწორად მართვაა და ხეების გაჩეხვაა.

გეოლოგების თქმით, ქალაქი კასესე 5 წელიწადში წყლით დაიფარება.