დათოვლილ ნიუ-იორკში შიშველი კოვბოი დაიარება - VIDEO

ნიუ-იორკში ძლიერი თოვლია. ქალაქში, რომელსაც შტორმი დაატყდა თავს, რამდენიმე მაგისტრალი გადაკეტილია. ქუჩებს 2 ათასამდე სპეციალური მანქანა ასუფთავებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ.

ერთადერთი ადამიანი, ვისაც ნიუ-იორკში თოვლი უხარია, შიშველი კოვბიოა. ყინვის მიუხედავად, რობერ ბერკი გიტარაზე უკრავს, მღერის და ყველა მსურველთან სურათს იღებს.