დედა და 6 შვილი ხანძარმა იმსხვერპლა აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატებში, მისისიპის შტატში ხანძრის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მისი 6 ბავშვი დაიღუპა. ხოლო, ბავშვების მამა მძიმედ დაშავდა. მაშველებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია WLBT იტყობინება. 

ხანძარი ქალაქ კლინტონის ერთ–ერთ სახლში, ადგილობრივი დროით 00.30 საათზე გააჩნდა. 

WLBT-ის ჟურნალისტმა მომხდართან დაკავშირებით Twitter-ის პირად გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელსაც ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის სურათები დაურთო.