დედამ შვილი 2 ათას დოლარად გაყიდა

მარიო დომინგო-პერეზმა აშშ-ს შტატ კენტუკიდან 5 შვილიდან ერთი გაყიდა. პროცესი ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის შენობასთან შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ The Sun ავრცელებს.

31 წლის დედამ მყიდველებისგან, 37 წლის კატარინა ჰოსე ფილიპესგან და 45 წლის ჰოსე მანუელ პასკალისგან ბავშვის სანაცვლოდ 2 ათასი დოლარი მიიღო.

პოლიციამ სამივე დააკავა.

სამართალდამცავი ორგანოები დამატებით დეტალებს არ ახმაურებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამივე დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა.

დომინგო-პერეზის შვილების დროებით მეურვედ სკოლის თანამშრომელი დაინიშნა, რომელშიც ბავშვები სწავლობდნენ.