დედამიწას მზის ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება

დედამიწას მზის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება, რომლის სიჩქარე 500 კმ/წმ-ზე მეტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებსა და სინოპტიკოსებზე დაყრდნობით გამოცემა Daily Express ავრცელებს.

მკვლევარების აზრით, მზის ატმოსფეროს ეკვატორულ რაიონში გაჩნდა ხვრელი, საიდანაც ნაწილაკები დიდი სიჩქარით მოფრინავენ.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი პლანეტას 2 მაისს დაატყდება თავს.

მათ გააფრთხილეს, რომ ქარიშხალმა, შესაძლოა, "ელექტროქსელის სუსტი რყევები" გამოიწვიოს და "თანამგზავრების მუშაობაზე მცირე გავლენა მოახდინოს".