დედოფალი ელისაბედ II-ის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება

დიდ ბრიტანეთში, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 21 აპრილს დედოფალი ელისაბედ II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  დედოფლის 94 წლის იუბილე წელს განსაკუთრებული ფორმით არ აღინიშნება და ელისაბენ II საკუთარ დაბადების დღეს ოჯახთან ერთად გაატარებს.

"არსებულ ვიტარებაში, დედოფალი დაბადების დღის საზეიმო ფორმიტ აღნიშვნას მიუღებლად მიიჩნევს", - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.