დედოფალი პირადი თვითმფრინავით ვეღარ ისარგებლებს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე, სამხედრო ხარჯების შემცირების გამო, პირადი თვითმფრინავებით ვეღარ ისარგებლებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

გამოცემის ცნობით, მისი უდიდებულესობა  პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თვითმფრინავს გამოიყენებს.

თვითმფრინავებს, რომლებსაც სამეფო ოჯახი 1980-იანი წლებიდან იყენებდა, საჰაერო ძალებს მომავალ წელს ჩამოაცილებენ და დედოფალი პირადი თვითმფრინავის გარეშე დარჩება.

ცნობისთვის, სამეფო ოჯახს ოთხი BAE-146 რეგიონალური თვითმფრინავი ემსახურება.