დელიში თვითმფრინავი ხიდის ქვეშ გაიჭედა - VIDEO

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი ხიდის ქვეშ გაიჭედა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ჩამოწერილი იყო და გაიყიდა. ტრანსპორტირების დროს ის ხიდის ქვეშ გაიჭედა.

ამასთან, Air India-ში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ავიაკომპანიას აღარ ეკუთვნის და მას მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამასთან, დელის აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული თვითმფრინავი არც მათ ეკუთვნით, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის საჰაერო ხომალდს.