"დელტასა" და "ომიკრონის" ჰიბრიდი, სავარაუდოდ, ლაბორატორიული შეცდომაა - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი მარია ვან კერკხოვე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის "დელტასა" და "ომიკრონის" შტამების სავარაუდო ჰიბრიდი, შესაძლოა, ლაბორატორიული შეცდომის შედეგი ყოფილიყო.

"დელტაკრონის შტამი, დიდი ალბათობით, თანმიმდევრობის პროცესის დროს ნიმუშის დაბინძურების შედეგად წარმოიქმნა“, - წერს კერკხოვე თავის ტვიტერზე.

მან მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსსა და გრიპზე აიცრან, სოციალური დისტანცია დაიცვან, პირბადე ატარონ, ხალხმრავლობას ერიდონ და ტერიტორია რეგულარულად გაანიავონ.

ცნობისთვის, კერკხოვემ განაცხადა, რომ "დელტაკრონი" კორონავირუსის ცალკეული შტამი ან ორი ვარიანტის კომბინაცია არ არის და ყველას სთხოვა, ეს ტერმინი არ გამოიყენონ.