დემოკრატიის უკუსვლაა ორივე ჯორჯიაში, შტატშიც და ქვეყანაშიც - მაიკლ მაკფოლი

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი წერს, რომ დღეს "ორივე ჯორჯიაში", როგორც ქვეყანაში, ისე აშშ-ის შტატში დემოკრატიის უკუსვლაა.

შესაბამისი განცხადება სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, მაიკლ მაკფოლმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გაავრცელა.

"დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა, ორივე ჯორჯიაში (შტატში და ქვეყანაში). ბაიდენის დღის წესრიგი დემოკრატიული განახლებისთვის, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, სულ უფრო რთულდება", - წერს მაიკლ მაკფოლი.