დემონსტრანტებმა კოლუმბის ძეგლი ტბაში ჩააგდეს

აშშ-ში, ვირჯინიას შტატში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი მოწყვიტეს და ტბაში გადააგდეს. 

1 000-მდე მომიტინგემ, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას და რასიზმს აპროტესტებდნენ, იტალიელი მოგზაურის ძეგლს ალყა შემოარტყეს, თოკები მოაბეს და ჩამოაგდეს. 

"ჩვენ იმ ადამიანებისგან უნდა დავიწყოთ, ვინც ამ მიწაზე პირველებმა დადგეს ფეხი", - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა. 

დემონსტრანტების განმარტებით, კოლუმბი გენოციდის სიმბოლოა და სწორედ ამიტომ 60 მეტრიანი ძეგლი უნდა დანგრეულიყო.