დევიდ ბექჰემი კარანტინში მეფუტკრეობით დაინტერესდა - VIDEO

კორონავირუსის პანდემიის გამო საკარანტინო პერიოდისა და თვითიზოლაციის დროს ბევრმა ადამიანმა ახალი პროფესიის აღმოჩენა და სწავლა შეძლოს, ზოგიერთმა კი, უჩვეულო ჰობი იპოვა. 

ამ ტენდენციას დევიდ ბექჰემიც არ ჩამორჩა. ბრიტანეთის ქალაქ ქოთსვოლდში გატარებული სამი თვის განმავლობაში, ლეგენდარული ფეხბურთელი მეფუტკრეობით დაინტერესდა და ფუტკრებისთვის სკებიც თვითონ ააშენა.

სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" დევიდმა ვიდეო განათავსა, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებს ფუტკრების სახლს და ვიქტორიას ეუბნება: "ძალიან ბედნიერი იქნები, როცა საკუთარი თაფლი გვექნება"