დევიდ ბოუის ალბომს "The Man Who Sold the World" პირვანდელი სახელწოდება და ახალი გარეკანი ექნება

6 ნოემბერს გაყიდვაში გამოვა დევიდ ბოუის მესამე სტუდიური ალბომის "The Man Who Sold the World" ახალი ვერსია. 

ალბომს 50 წელი უსრულდება. 

რელიზის თავისებურება ის იქნება, რომ მას პირველად სახელწოდებას "Metrobolist" დაუბრუნებენ, რომელიც ალბომის გამოსვლამდე ბოლო მომენტში შეიცვალა.

ალბომის საიუბილეო ვერსიის გარეკანზე მხატვარ მაიკლ უელერის ილუსტრაცია იქნება განთავსებული. შიგნით კი ბოუის თაყვანისმცემლები ფოტოგრაფ კიტ მაკმილანის უცნობ სურათებს აღმოაჩენენ. სწორედ მან გადაიღო ფოტო "The Man Who Sold the World".

"Metrobolist-ში" შესული ყველა სიმღერა პროდიუსერმა ტონი ვისკონტიმ დაამუშავა. მან მხოლოდ კომპოზიცია "After All" დატოვა უცვლელად, რადგან მას ისედაც სრულყოფილად თვლის.