დევიდ ბოუის შესახებ გადაღებული ფილმის თრეილერი გავრცელდა - VIDEO

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის "Stardust" თრეილერი გავრცელდა.

ფილმი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში ბოუის გამგზავრებასა და ზიგი სთარდასთის პერსონაჟის შექმნაზე მოგვითხრობს. ეკრანებზე ის 25 ნოემბერს გამოვა.

ფილმში დევიდ ბოუის როლს ბრიტანელი მუსიკოსი და მსახიობი, ჯონი ფლინი ასრულებს.