დევნილთა ბანაკში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად დედაქალაქ სანაში. ტრაგედია მიგრანტთა ბანაკში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. დაშავებულთა შორის 90 კრიტიკულ მდგომარეობაშია .

ინფორმაციას მიგრანტთა საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს. მათ ადგილზე გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

დევნილთა ბანაკში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

.