დიდი ბრიტანეთი დღეს ბრექსითის ახალ შეთავაზებას წარმოადგენს

დიდი ბრიტანეთი ბრექსითის ჩიხში შესული მოლაპარაკებებიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს. ბრიტანელი მომლაპარაკებლები ბრიუსელს დღეს ბრექსითის შეთანხმების ახალ ვარიანტს წარუდგენენ. ინფორმაციას, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, RTE Europის რედაქტორი ტონი კონელი საკუთარ ტვიტერზე ავრცელებს.

„ ორმა წყარომ დაგვიდასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის მომლაპარაკებლები შეთანხმების ახალ ტექსტს წარმოადგენენ დღეს,, როცა ევროკომისიის მომლაპარაკებლებს შეხვდებიან ბრიუსელში“. ნათქვამია ტონი კონელის ტვიტში.

პრემიერ-მინისტრის ოფისს ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.