სამხრეთ კორეაში იუსტიციის მინისტრის გადადგომას უკვე მეორე კვირაა ითხოვენ

სამხრეთ კორეის დედაქალაქში, სეულში, იუსტიციის მინისტრის ჩო კუკის გადაგომის მოთხოვნით, ქუჩაში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. პროტესტი უკვე მეორე კვირაა გრძელდება. პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინის მხარდაჭერილი იუსტიციის მინისტრის ოჯახი კორუფციულ სკანდალშია გახვეული. ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციები პრეზიდენტის სასახლესთან და პროკურატურის შენობასთან იმართება.

პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი ჩო კუკი იუსტიციის მინისტრის პოსტზე გასულ თვეში, 9 სექტემბერს დანიშნეს.