თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ ყველა შესაბამის მხარე შეატყობინებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის შესახებ ყველა შესაბამის მხარეს, მათ შორის სირიის ხელისუფლებას, შეატყობინებს. ეს განცხადება ჩავუშოღლუმ ალჟირში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მსოფლიო შიშობს, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის სამხედრო ოპერაციამ, შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმავოს.

ჩავუშოღლუს თქმით, სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო კანონთან სრულ შესაბამისობაში იქნება და მისი ერთადერთი სამიზნე მხოლოდ რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებებია. სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილება ანკარამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა სირიაში ე.წ. „უსაფრთხო ზონების“ შექმნის მცდელობა შეწყვიტა, განაცხადა ჩავუშოღლუმ.