ფილიპინებში თაღლითობის ბრალდებით 500 უცხოელი დააკავეს

ფილიპინების პოლიციამ და საემიგრაციო სამსახურმა სატელეკომუნიკაციო და საინვესტიციო თაღლითობისთვის 500 უცხოელი დააკავა, მათ შორის 400 ჩინელია. ეს მიმდინარე წელს ფილიპინებში დაკავების ყველაზე მასობრივი ფაქტია.

სპეცოპერაცია დედაქალაქ მანილაში ღამით განხორციელდა. უცხოელები ოფისებში დააკავეს. მათ თაღლითობაში, შანტაჟსა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ. დაკავებულები ძირითადად, დაშინებისა და შანტაჟის გზით, დაზარალებულებს ფულის სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვებს აიძულებდნენ.

დაკავება ჩინური მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. ჩინელების გარდა, დაკავებულთა შორის არიან მალაიზიის, ტაივანის, ინდონეზიის, მიანმარისა და ვიეტნამის მოქალაქეები.