თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით საზღვართან სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. სპეცოპერაციის სახელწოდებაა „მშვიდობის წყარო“.

"#OperationPeaceSpring ტერორიზმის საფრთხეებს თურქეთის წინააღმდეგ გაანეიტრალებს და უსაფრთხო ზონის დამკვიდრებას მოიტანს, რაც სირიელი დევნილების სახლებში დაბრუნებას შეუწყობს ხელს. ჩვენ სირიის ტერიტორიალურ მთლიანობას შევინარჩუნებთ და ადგილობრივ თემებს ტერორისტებისგან გავათავისუფლებთ", - წერს ერდოღანი "ტვიტერში".

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, თურქული არმიამ ავიაიერიში მიიტანა ქალაქ რას-ელ-აინზე.