იტალიელი წყვილი მეწყრისგან სიკვდილს საკუთარმა კატებმა გადაარჩინეს

პიანა და საბრინა პელეგრინები სიკვდილს საკუთარმა კატებმა, სიმბამ და მოსემ გადაარჩინეს. გენუის პროვინციაში, კომპო-ლიგურეში, ცოლ-ქმარს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც ძლიერი წვიმის გამო ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. ვიდრე ჩამოშლილი მიწის მასა მათ სახლს დაფარავდა, პატრონები კატებმა გააღვიძეს. 

პიანა პილიგრინი ამბობს, რომ მისი მეუღლე კატების აქტიურობამ და ხმაურმა გამოაღვიძა. მათ სახლიდან გამოსვლა და მანქანაში ჩასხდომა მოასწრეს, თუმცა ჩამოშლილი მიწის გამო გამგზავრება მაინც ვერ შეძლეს. ცოლ-ქმარი მაშველებმა გადაარჩინეს. მათი სახლი მეწყერის მასამ მთლიანად დაფარა.

ჩრდილოეთ იტალიაში გადაუღებელ წვიმას მდინარეების ადიდება და მეწყერი მოჰყვა. დაიღუპა ორი ადამიანი. ათობით ოჯახი ევაკუირებულია.