დღეს ესპანეთში COVID-19ით დაღუპულთა რაოდენობა არ დაფიქსირებულა

გასული 24 საათის განმავლობაში, ესპანეთში COVID-19–ით დაღუპულთა რაოდენობა არ დაფიქსირებულა.

დაავადებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 71-ით გაიზარდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით 27 127 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, "PCR" ტესტების გამოყენებით 239,638 შემთხვევაა გამოვლენილი.