დღეს სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

სინგაპურში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ამ ქვეყნისთვის ერთ დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. ამის შესახებ სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 189-ს მიაღწია. ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.