დღეს SpaceX კოსმოსში ორ რაკეტას გაუშვებს - VIDEO

კომპანია SpaceX  დღის განმავლობაში კოსმოსში Falcon 9-ის ტიპის ორი რაკეტის გაშვებას გეგმავს. კომპანია Starlink-ის მეთორმეტე მისიას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Space ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველი რაკეტის გაშვება 30 აგვისტოს საქართველოს დროით 18:15 საათზე იგეგმება.  

მოგვიანებით, საქართველოს დროით 31 აგვისტოს, 03:20 საათზე  SpaceX  Falcon 9–ის მეორე რაკეტას გაუშვებს. 

კოსმოსში რაკეტების გაშვებას შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში ადევნოთ თვალი, ქვემოთ მოცემული ლინკების მეშვეობით.