დიდ ბრიტანეთს კონტრდაზვერვის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დიდ ბრიტანეთის კონტრდაზვერვის, მი-5-ის ახალ ხელმძღვანელად კენ მაკკალუმი დაინიშნა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა განაცხადა.

"კენ მაკკალუმი სერ ენდრიუ პარკერს შეცვლის", - განაცხადა მან.

მაკკალუმი ბრიტანეთის სპეცსამსახურებში სხვადასხვა თანამდებობას 25 წლის განმავლობაში იკავებდა.

ენდრიუ პარკერი პენსიაზე გავიდა.