დიდ ბრიტანეთში COVID 19-ით 24 საათში 134 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 134-ით გაიზარდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 37 048-მდე გაიზარდა.

ინფიცირებულთა რიცხვმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 262 547-ს მიაღწია. 2004 პირი გასული 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა.