დიდ ბრიტანეთში COVID 19-ით 24 საათში 6 032 პირი დაინფიცირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 674-ით გაიზარდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 26 711-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 171 253-ს მიაღწია. 6 032 პირი დაინფიცირდა გასული 24 საათის განმავლობაში.