დიდ ბრიტანეთში COVID 19-ით 24 საათში 621 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 621-ით გაიზარდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 28 131-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 182 260-ს მიაღწია. 4806 პირი დაინფიცირდა გასული 24 საათის განმავლობაში.