დიდ ბრიტანეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 33,614-ს აღწევს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 428-ით გაიზარდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 33,614-მდე გაიზარდა.

ინფიცირებულთა რიცხვმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 233,151-ს მიაღწია. 3,446 პირი გასული 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა.

ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე ტესტირება დაახლოებით 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.