დიდ ბრიტანეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 33 998-ს აღწევს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 384-ით გაიზარდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 33 998-მდე გაიზარდა.

ინფიცირებულთა რიცხვმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 236,711-ს მიაღწია. 3,560 პირი გასული 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა.

ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 2 353 078 ადამიანს ჩაუტარდა.